Friday, April 15, 2011


www.youtube.com

თეატრი



   თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთშიჩინეთშიიაპონიაშიინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.
აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.
თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.

  ქართული ნაციონალური თეატრი დაარსდა თბილისში 1791 წელს თბილისში , მწერლის , დიპლომატის და დრამატურგის გიორგი ავალიშვილის მიერ . საუკუნეში , რუსთაველის თეატრში იდგმებოდა უილიამ შექსპირის და გერმანელი დრამატურგის ბერტოლდ ბრეტის საერთაშორისო წარმოდგენები . 

                                თბილისის შოთა რუსთაველი სახელობის სახელმწიფო თეატრი



კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრი დაარსდა ქუთაისში 1928წელს კოტე მარჯანიშვილის მიერ, 1930 წელს თბილისში გადმოვიდა, როგორც მეორე სახელმწიფო თეატრი და ძმები ზუბალაშვილების სახალხო სახლის შენობა დაიკავა.
თეატრის დამფუძნებლად რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი რუსეთიდან მოიწვიეს, რომელსაც ქართული თეატრის რეფორმა უნდა განეხორციელებინა. 1933 წელს მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ თეატრს მისი სახელი ეწოდა.
აღდგენილი და განახლებული მარჯანიშვილის თეატრი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 17 სექტემბერს ბერტოლტ ბრეხტის სპექტაკლით "სამგროშიანი ოპერა", გიზო ჟორდანიას რედაქციით.

                       მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მაყურებელთა დარბაზი
http://www.google.ge/images?hl=ka&biw=1280&bih=854&gbv=2&tbm=isch&sa=1&q=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98&btnG=%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

                                          
                                 კადრი ანტონ ჩეხოვის პიესიდან ” ქალი ძაღლით ”
                                 მსახიობები : ნანკა კალატოზიშვილი და ნიკა თავაძე
                                 რეჟისორი : ლევან წულაძე
   

კოტე მარჯანიშვილი